იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან

იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი ახალი თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოებლად ერთობლივ ორგანიზაციას ქმნიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

„ეს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. რისკები და პრობლემები, რომლებიც ევროპიდან იწყება და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე გრძელდება, ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ ბრიტანელ და იტალიელ კოლეგებთან, გრანტ შაპსთან და გვიდო კროსეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი ხარისხის გამანადგურებელი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობა, საჰაერო უპირატესობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და იგი საფრთხეების ეფექტური შეკავების შესაძლებლობას იძლევა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა