პირველად საქართველოში „სილქნეტი“ 5G ტექნოლოგიის მიწოდებას იწყებს

პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, სილქნეტი ხელმისაწვდომს ხდის 5G ტექნოლოგიას. 14 დეკემბრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისს მიიღებენ.

სილქნეტი დაარსების დღიდან ნერგავს ინოვაციებს ქვეყნის მასშტაბით. ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, კომპანია ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.

კომპანიის მიზანია, ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთს, გაამარტივოს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა და საფუძველი ჩაუყაროს ახალი თაობის სტანდარტების დანერგვას. მომხმარებლებისთვის 5G მიწოდება, ის გარდამტეხი ნაბიჯია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მომავალი თაობის ტექნოლოგიური რეალობისთვის.

„სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, ვინც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ სილქნეტი ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ, ვინც ვთავაზობთ 5G სერვისს“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

(R)

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება