საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნება

საქართველოში მედიატორის პროფესიული დღე აღინიშნება და მედიაციის კვირეული მიმდინარეობს , - ამის შესახებ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მედიაციის კვირეულის ფარგლებში, 14 დეკემბერს, მედიატორის პროფესიულ დღეს, ახლად გაწევრიანებულმა 100-მდე მედიატორმა მედიატორთა პროფესიული ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და პროფესიული ფიცი დადო.

„აღნიშნული ღონისძიება მხარდაჭერილი იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ. ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, თითოეულ მედიატორს მიულოცა მედიატორის პროფესიული დღე, უსურვა მათ პროფესიული წარმატება და აღნიშნა, რომ ასოციაცია მუდმივად იზრუნებს მედიატორის პროფესიის განვითარებაზე საქართველოში” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა