ბადრი ჯაფარიძე -  ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას - ახლა ჯერი ჩვენზეა

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე , - აღნიშნულით „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება.

ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში.

კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ევროპული თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც ქვეყანა, როგორც პარტნიორი და შესაბამისად ახლა ჯერი ჩვენზეა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე