სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა დიდი მიღწევა

ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რომ არა ქართველი ხალხის ერთად ყოფნა, ვერაფერს მივაღწევდით.

„მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი, ერთიანი მიღწევა, რომ არა ერთად, არაფერს არ მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს. ადრე ვერავინ იტყოდა, რომ ამას ჩვენ მივაღწევდით, ასე მალე. ჩვენ საერთოდ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, არც ჩქარა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ჩვენ, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში