პრეზიდენტი - რაც დღეს ბრიუსელში ხდებოდა, არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება

დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებმა.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის. ამ წუთას ვესაუბრებოდი. ეს არის [კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება] მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც სხვა მხრივ სრულიად ვიმსახურებთ, მაგრამ დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება, როგორც ქართველებს თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ასევე, გადაწყვეტილება მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.

პრეზიდენტის თქმით, მან თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა.

„ასევე მინდა მივულოცო მაია სანდუს. დღევანდელ დღეა უძლიერესი ქალი, რომელმაც ამ პერიოდში გაუძლო შეტევებს, უდიდეს სირთულეებს, მაგრამ შეძლო. თავისი ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა... და გაუძლო.

ეს მაგალითები არის ჩვენი ქვეყნის მაგალითები. მთელ გავლილ ისტორიულ პერიოდში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ვართ იმის მაგალითი თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ევროპისთვის ბრძოლა და იმ ერთიანი ღირებულებებისთვის ბრძოლა. ეს არის ის, რასაც დღეს ვზეიმობთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში