პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, 2000-მდე მასწავლებელი გადამზადდა

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, 2000-მდე მასწავლებელი გადამზადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადება რეგულარულად ხორციელდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადასცა.

„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგები მასწავლებლებს ეხმარება, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი აქტივობები დანერგონ გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით. მისასალმებელია, რომ გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

„პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადების პროცესი 2021 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 6000-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადამზადებულია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა