იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 43 რუსული კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: რუსული საბავშვო და ახალგაზრდული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „იუნარმია“, კომპანია „პატრიოტი“, სააქციო საზოგადოება „195 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის სარემონტო ქარხანა“, რუსეთის კვანტური ცენტრი, ელექტრონული ბრძოლის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.

გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა 57 კომპანიას და ასევე აკრძალა არაინდუსტრიული რუსული ბრილიანტის იმპორტი.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის სანქციების სიაში ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 494 რუსული კომპანია და ორგანიზაციაა შესული.

ამასთან, ტოკიომ რუსეთის 35 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. მათ შორის არიან სამხედროები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხი რეგიონის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა