პაატა მანჯგალაძე - ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას -  ჩვენ მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღვნიშნავთ ამას ხალხთან ერთად 14:00 საათზე,  ვისაც სურვილი აქვს, ამ ღონისძიებაზეც შეუძლია მივიდეს

ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს არის ქართველი ხალხის უპირველესი დამსახურება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, მანჯგალაძის თქმით, სამუშაო ჯგუფებში, სადაც "ქართული ოცნება" არც აღიარებს პრობლემას და დრო უნდა დაკარგონ, მონაწილეობის დიდი სურვილი არ აქვს.

„ვულოცავ საქართველოს, ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას, ეს არის ქართველი ხალხის უპირველესი დამსახურება, იმ ბრძოლის შედეგი, რასაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდა ჩვენი ხალხი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა რუსეთს და პუტინს არ მივეცით ამის დაბლოკვის, ვეტოს დადების საშუალება, ვგულისხმობ აქციაზე გამოსულ ხალხს. ეს არის საერთო გამარჯვება და ვულოცავ საქართველოს, რომ დიდი ნაბიჯებით დავიწყეთ ევროპისკენ სვლა.

რაც შეეხება თანამშრომლობას, თუ "ქართული ოცნება" აღიარებს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის მზად არის და ივანიშვილია ოლიგარქი, მე განვიხილავ პირადად სამუშაო ჯგუფში შესვლის შესაძლებლობას, თუ აღიარებენ, რომ დასავლურ კურსს მათ ააცილეს ქვეყანას, რომ თავად იყო ანტიდასავლური პროპაგანდის ფლაგმანი, თუ აღიარებს, რომ კორუფცია მათ შემოიტანეს, ანტიკორუფციული ბიურო ბუტაფორიაა და ამის შეცვლა უნდათ, რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ისეთ ჯგუფებში, სადაც "ქართული ოცნება" არც აღიარებს პრობლემას და დრო უნდა დავკარგოთ, მონაწილეობის დიდი სურვილი არ მაქვს "- განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას, მისი თქმით, ვისაც უნდა მივა ამ ღონისძიებაზე და ვისაც უნდა სხვა ფორმით აღნიშნავს. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რაიმე "კომპლექსი" არ აქვს, მათ აქვთ სხვა ღონისძიება და მოგვიანებით შეიძლება იფიქროს რუსთაველზე მისვლაზეც.

"ჩვენ მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღვნიშნავთ ამას ხალხთან ერთად 2 საათზე. ვისაც სურვილი აქვს, ამ ღონისძიებაზეც შეუძლია მივიდეს, ეს არ არის "ქართული ოცნების" ზეიმი, ეს არის საქართველოს გამარჯვების, წარმატების ღონისძიება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა