გურამ მაჭარაშვილი - ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი - დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო! ეს ზეიმი ყველასია!

ბუნებრივია, [ზეიმის] რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, თუ ვინ იბრძოდა სტატუსის საწინააღმდეგოდ. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს დღევანდელ ზეიმზე ტრიბუნიდან მიმართვის შესაძლებლობა.

„დღეს ისეთი დღეა, რა თქმა უნდა, ვერავის დავუშლით ამ ზეიმს, თუმცა ყველამ კარგად იცის, ვინ რა როლი შეასრულა ამ ისტორიული გამარჯვების დღის მოტანაში. ბუნებრივია, რიგით წევრობას ვერავინ ვერავის დაუშლის, როგორც რიგითი მოქალაქე ყველა უნდა ზეიმობდეს ამას, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ იბრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ახლა ნირწამხდარი, თითქმის ათი წლის დაბერებული სახით, თითქოს რომ ულოცავენ ქვეყანას, არ არის კარგი. ასე რომ, დღეს მაინც გაიღიმეთ, მეგობრებო. მართალია ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის, თქვენიც, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მთელ საქართველოს მიულოცა.

მისი თქმით, ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ევროპულო ღირებულება ჰქვია.

„ქართველი ხალხი, ქართული ხელისუფლება იმსახურებს იმას, რომ იყოს ევროპაში. ჩვენ ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, ვიყავით ევროპული სახელმწიფო, თუმცა ახლა უკვე დე-იურეც გავხდით ევროპის ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება. მან დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებას, ანუ, იცავს სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას, მშვიდობას, სუვერენიტეტს და იცავს საკუთარ ხალხზე ზრუნვას. აქედან გამომდინარე, დადასტურდა, რომ საქართველო არის სწორედ, რაც ჩამოვათვალე, ამ ევროპული ღირებულებების მომხრე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა