სალომე სამადაშვილი - ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ - იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები გვჭირდება

ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ - ქართველმა ხალხმა რუსულ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა, მაგრამ იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები გვჭირდება, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მთელ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მოულოცა.

„ჩვენ უახლოეს თვეებში ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგად ავუხსნათ, რატომ არის დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვირწმუნოთ საკუთარი ძალების, ვირწმუნოთ იმის, რომ ამ ქვეყანას მართლა აქვს ევროპული მომავალი და როგორ შეიძლება ამ მომავლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ვაპირებთ, რომ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ მოკავშირეს და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარ მოკავშირეს, ქართველ ხალხს ვესაუბროთ ძალიან ბევრი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა, ფაქტობრივად, ბეწვზე გავიარეთ. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ მთავარ მოკავშირედ გამოცხადებული ვიქტორ ორბანის ევროპული საბჭოს სხდომიდან გაგდება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ეს დღე დამდგარიყო. ეს ძალიან ნათელი ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რუსული ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა ამ ხელისუფლებას ეს გამარჯვება გამოგლიჯა, მაგრამ იმისთვის რომ წინ ვიმოძრაოთ, ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია