გიორგი ბარამიძე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე - რუსების სიხარული, საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაზე, ყალბია - ვეცდებით, სადაც სიყალბეა, იქ ნაკლებად გავერიოთ

ვეცდებით, სადაც სიყალბეა, იქ ნაკლებად გავერიოთ, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ დასმულ კითხვას, შეუერთდებიან თუ არა, 17:00 საათზე დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

როგორც ბარამიძე განმარტავს, მილოცვების ადრესატი მიხეილ სააკაშვილიც უნდა იყოს.

„მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვებაა. სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ყველა ინტრიგა, ბინძური მეთოდი და რუსული პროპაგანდა გამოიყენა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ეს გამარჯვება ვერ მოეპოვებინა, მაგრამ მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, უკრაინელ გმირ ხალხს. ბუნებრივია, ჩვენ იქ ვართ, სადაც ქართველი ხალხი, მათ შორის, ამ კარგი ამბის აღნიშვნაში, დღეს ყველა ნორმალური ადამიანი, ყველა ქართველი ზეიმობს და ვართ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. გადავწყვიტეთ, სიმბოლურად ეს ყველაფერი ჩვენი პარტიის ოფისში აღგვენიშნა, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია და რომლის კედლებზეც მისი ფოტოა მოწოდებით, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს.

თუ ვინმე უნდა იყოს პოლიტიკოსებს შორის მილოცვების მიმღები, ერთ-ერთი მიმღები სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, რომელმაც მის გუნდთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ დღევანდელი დღე შესაძლებელი ყოფილიყო“, - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, მივლენ თუ არა დღეს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე, ბარამიძე აცხადებს, რომ „თითოეული მათგანი აღნიშნულს სად იზეიმებს, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს".

„თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ რუსების სიხარული, საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით ნამდვილად გულწრფელი არ არის, ყალბია, ამიტომ ვეცდებით, სადაც სიყალბეა, იქ ნაკლებად გავერიოთ",- განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო