ოთარ ზურაბიშვილი - ყველა ვართ მოწმე, ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო და ვინ ცდილობდა ამ გზაზე საქართველოს შეჩერებას - პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? - ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო

თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ოთარ ზურაბიშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის ტრიბუნის არ დათმობა ევროპული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.

„არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის მოწმე ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო ევროპის გზაზე და ვინ ცდილობდა საქართველოს შეჩერებას ამ გზაზე. ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ უცნაური ფოკუსია, არის თავისუფალი დაფა, რომელზეც არაფერი აღარ წერია. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დავწერეთ ამ დაფაზე და დღეს ერთბაშად იშლება. აღარ გვახსოვს არც რუსული კანონი, არც ახალგაზრდების გამოსვლა. თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა. პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? - ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. თუ კარგად წავიკითხეთ, რა წერია რეკომენდაციებში, უნდა იყოს გამაგრებული ინსტიტუტი“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, სად უფრო ეფექტური იქნება ზურაბიშვილის საქმიანობა - პრეზიდენტის პოსტზე, თუ გადადგომისა და საარჩევნო მარათონში ჩართვის შემთხვევაში, ოთარ ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა.

„ამ შეკითხვებზე თვითონ გასცა პასუხი. მისი პასუხი იყო, რომ მთავარია შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის გარანტი, რომ იქნება თანასწორი არჩევნები, რომ ყველა შეძლებს ხმის მიცემას, სადაც არ უნდა იყოს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღს მინიმუმ 800 ათასი ქართველი უცხოეთშია. მათ უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ ხმა მისცემ. თუ არ არის წესიერად წაყვანილი არჩევნები ევროპამდე ვერ მივალთ“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები