ლევან ხაბეიშვილი - ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად

რეკომენდაციები არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია, ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს და ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ - ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებaა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს - ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა - ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს - „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა