„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კაკულიამ გახსნა.

მათივე ცნობით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა წარადგინა. ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა, ხოლო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ დამსწრეებს დამწყები ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები გააცნო.

„მივიჩნევ, რომ ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვინაიდან ფონდის ახალ მენეჯმენტს შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის ფონდის ახალი სტრატეგიული ხედვისა და საინვესტიციო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. პრეზენტაციის ფარგლებში, ვისაუბრეთ, რეფორმის, კერძოდ, საკანონმდებლო, სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ. ხაზი გავუსვით, რომ ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, დაუბრუნდა სახელმწიფოს. შესაბამისად, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს იგი უკვე ეფექტიანი, პროაქტიური სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია. ჩვენი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს. ფონდის მთავარ ამოცანებს დღეს წარმოადგენს ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობა, ტრადიციულ დარგებზე მისი დამოკიდებულების შემცირება, ასევე, პრიორიტეტულ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკებში.

ამასთანავე, ჩვენი გეგმები მოიცავს კონკურენტუნარიანი ინდუსტრიული ბიზნეს კლასტერების შექმნას საქართველოს რეგიონებში. რაც შეეხება, ჩვენთვის პრიორიტეტულ საინვესტიციო სექტორებს, უმნიშვნელოვანესია ეკომეგობრული და მაღალტექნოლოგიური წარმოება, განახლებადი ენერგიები, სტარტაპები და ინოვაციური წარმოება, სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ფოკუსირებული წარმოება, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ პრეზენტაციის შემდეგ ფონდის მენეჯმენტმა მოწვეული სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება