უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და მისი აპარატის თანამშრომლების კაბინეტებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, შენობის გეგმური დათვალიერებისას, ერთ-ერთ ლოკაციაზე აღმოჩენილი იქნა ინფორმაციის მოპოვების აღჭურვილობის ელემენტები.

„მოსასმენი მოწყობილობები აღმოჩენილია შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და მისი აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაბინეტებში“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, მომხდარის გარემოებების, მისი შედეგებისა და მასში მონაწილე პირების დადგენის მიზნით, ფაქტის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ეცნობა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა