ირაკლი ღარიბაშვილი - სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ბრალდებები გაქარწყლებულია - ჩვენი მხრიდან სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა იქნა გამოვლენილი - ეს არის პროდუქცია, რომელიც ევროპიდან რუსეთში იგზავნებოდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„მინდა სანქციების აღსრულების საკითხს შევეხო - ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა. ძალიან ბევრი უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენიმე თვის წინ, მაღალი დონის დელეგაცია იყო საქართველოში ჩამოსული, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი, ბატონი ობრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. სანქციების გვერდის ავლის, თუ თავიდან არიდების არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების ასარიდებლად ჩვენი ქვეყნის გამოყენების. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვენების ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორეს მხრივ, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას და ეს ასეც მოხდა, ჩვენ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც ევროპიდან რუსეთის მიმართულებით იგზავნებოდა. ჩვენ, იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციების შესაბამისად. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი