პრემიერი - პროფესიული განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ვინაიდან, პროფესიული განათლება პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების საკითხს - 9-ჯერ გავზარდეთ პროფესიული განათლების დაფინანსება

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მოგეხსენებათ, რომ ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის, ვინაიდან, პროფესიული განათლება პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად, დასაქმების საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9-ჯერ არის გაზრდილი პროფესიული განათლების დაფინანსება.

„აშენდა ახალი პროფესიული კოლეჯები და ახალი სახელოსნოები. ამჟამად მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯისა და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. დასაქმების სააგენტოში, მე მინდა საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ თქვენ ყველას, დღეის მდგომარეობით, 10 000-ზე მეტი ვაკანსია არის დაფიქსირებული. შარშან ჩვენ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით. ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 30%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 140 000 შეადგინა. შარშან, კიდევ ვიმეორებ, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 140 000 ვაკანსია იყო ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. ამიტომ, ამას სჭირდება მთავრობის მხრიდან, ბიზნესის მხრიდან ერთობლივი მუშაობა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია უკვე მინისტრთან ერთად. პროფესიული განათლების ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა