კახა კალაძე - ყველა კვლევა მეტყველებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა

ყველა კვლევა მეტყველებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით ნებით დატოვა პოლიტიკა, პარტია „ ქართული ოცნება“ კი მისგან დამოუკიდებლად, 2024 წლის არჩევნებში, საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2024 წელს „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს.

„დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. აღნიშნული პარტიაა ის პოლიტიკურიო ძალა, რომელიც 2024 წელს დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამის თქმის საშუალებას საზოგადოების განწყობები მაძლევს. ყველა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიას არ ჰყავს ალტერნატივა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობასაც მოიპოვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა