პრემიერი - ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეთნიკური უმცირესობებისთვის, ეს არის ქართული ენის არ ცოდნა, დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, უკვე დაინერგა ბილინგური სწავლების მეთოდი ბაღებსა და სკოლებში

ჩვენი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 4 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

„მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, აქაც მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია. აქვე მინდა შევეხო ქართული ენის გავრცელების, ქართული ენის, ზოგადად, ასამაღლებელი კურსების მნიშვნელობას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეთნიკური უმცირესობებისთვის, ეს არის ქართული ენის არ ცოდნა, ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, მე ასე ვიტყოდი, შედეგად დაინერგა უკვე ბილინგური სწავლების მეთოდი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ბაღებიდან უნდა დავიწყოთ არაეთნიკური მოქალაქეებისთვის ქართული ენის სწავლება. გაგრძელდება ეს სკოლებში და ბილინგური მეთოდით სწავლება არის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავააქტიურებთ, გავაფართოვებთ და მოიცავს უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს”, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა