პაატა მანჯგალაძე - დაიწყონ მუშაობა და შევალთ სამუშაო ჯგუფებში, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სად უნდა შევიდეთ, გეგმა დამალულია

დაიწყონ მუშაობა და შევალთ სამუშაო ჯგუფებში, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სად უნდა შევიდეთ, გეგმა დამალულია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ 9 პირობის შესასარულებელი გეგმა დამალული აქვს.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის წინაპირობებიც დაასახელა.

„თუ „ქართული ოცნება“ გულწრფელად გამოვა და იტყვის, რომ ოლიგარქია არის ევროპისთვის შეუთავსებელი მმართველობის ფორმა, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაშინ პირობას ვდებ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში შევალ. სინანული უნდა გამოხატონ იმიტომ, რომ ერთი წლით ჩამოვრჩებით მოლდოვას, რომელიც ჩვენზე უკან იყო. ახლა მოლდოვა ახალ ეტაპზე გადავიდა, დაჩქარებული წესით გაწევრიანებას იწყებს და ჩვენ „ქართლი ოცნების“ გამო ჯერ კიდევ 9 პირობა გვაქვს შესასრულებელი.

თუ იტყვიან, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ ავაცდინეთ სტრატეგიული ხაზი ევროპას, რა პრობლემაა, შევალ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ თავს ხომ არ მოვიტყუებთ? თუ იტყვიან, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწეოდით და მაგიტომ შევქმენით „ხალხის ძალა“ და მავნებლობას ვაკეთებდითო, მივიღებ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, საქართველომ მომენტით უნდა ისარგებლოს რადგან შეიძლება „ევროკავშირის კარი დიდხანს სულაც არ იყოს გახსნილი“.

„ბოდიში არ უნდა მოიხადონ ქართველ ხალხთან, რომ საქართველო ერთი წლით ჩამორჩენილია მოლდოვასთან, რომელიც საქართველოზე უკან იყო ასოცირებულ ტრიოში. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის კარი შეიძლება დიდხანს სულ არ იყოს გახსნილი. ბევრი ქვეყანა შეიძლება ევროსკეპტიკოსი გახდეს, როგორც მაგალითად ჰოლანდიაში ლიბერალების ნაცვლად ნაციონალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. შეიძლება სხვა ქვეყანაშიც მოხდეს იგივე და კარი რომ დაიკეტოს, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამიტომ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტუმით, მაგრამ „ქართული ოცნების" ამოცანა ევროპა არაა, არამედ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, ხალხის ძარცვის უფლებით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა