მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რატომ არ არის საქართველო „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების მხარდამჭერთა სიაში

სააკაშვილისა და მაგნიტსკის თემაზე საუბარი ნონსენსია და ნებისმიერი მცდელობა, რომ სააკაშვილის გვარი დააკავშირონ მაგნიტსკისთან, პოლიტიკური სპეკულაციის გარდა არაფერია - საქართველო, პრინციპული პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით, საგარეო პოლიტიკაში მონაწილეობას ამავე პოზიციებით გააგრძელებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების გადაწყვეტილებას, რომლის მხარდამჭერთა სიაში საქართველო არაა და უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა რომ ეს მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდეს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ დოკუმენტთან თავსებადობის საკითხი, ჯერ კიდევ განსახილველია.

„კონკრეტულად ამ დოკუმენტთან თავსებადობას რაც შეეხება, ეს საკითხები ჯერ კიდევ განსახილველია. ამის მიხედვით, იგივე პრინციპული მიდგომით გავაგრძელებთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მიერთების ან არმიერთების სახით”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა