ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა 382 მილიონი ლარია.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, ბათუმის მერი 2023 წელს ბათუმში განხორციელებული პროექტების ანგარიშით წარდგა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. ქართველი ხალხი მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებსა და ფასეულობებს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირი მუდამ გვერდით ედგა და მხარს უჭერდა საქართველოსა და ქართველ ხალხს. მჯერა, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რადგან ეს არის საქართველოს ისტორიული არჩევანი და გადაწყვეტილება. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტიდან 361 მილიონ 200 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსა და პროგრამაზე გადანაწილდა.

მისივე თქმით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა 209 ქუჩასა და მონაკვეთზე, ბეტონის საფარი დაიგო და მიმდინარეობს 74 მისამართზე. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 247 712,35 კვ.მ. ტერიტორია. გარდა ამისა, სამრეწველო ზონის მიმდებარედ 10-ამდე მთავარი და მეორეხარისხოვანი გზის მშენებლობა დასრულდა.

მისივე თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის მეორე ეტაპზე აშენდა 4 ხუთსართულიანი კორპუსი, რითაც საცხოვრებელი ფართით 100 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“- პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს 9 მისამართზე, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 6 მისამართზე, რითაც 500-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. საერთო ჯამში, უახლოეს პერიოდში 1000-ზე მეტი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობას, წელს 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. გამაგრება-ახლის მშენებლობა მიმდინარეობს 8 მისამართზე, 12 ბაღში კი ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დასრულდა და მიმდინარეობს 13 მისამართზე. დაირგო 2500 ხე-მცენარე, 1 მილიონი ყვავილი და გამწვანდა 80 ქუჩა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით.

„2023 წელს სრულად განახლდა ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი. რაც შეეხება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს, 30 პროგრამა განხორციელდა, ლუკა ასათიანის სტიპენდია გადაეცა 100 სტუდენტს, ხოლო ტბელ აბუსერიძის სტიპენდია 18-ს. წელს ბათუმი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული იყო. მთელი წლის განმავლობაში ბათუმმა არაერთ კულტურულ და სპორტულ ფესტივალსა და ჩემპიონატს უმასპინძლა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბების. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით, 29 მასშტაბური პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა და 53 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული სერვისებით. 2023 წელი იყო როგორც გამოწვევებით სავსე, ასევე საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელებისათვის. ამ ერთი წლის განმავლობაში ბათუმისთვის მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა. 2024 წელის პროგნოზიც საკმაოდ პოზიტიური გვაქვს. განხორციელდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები, რისთვისაც 382 მილიონი ლარი დაიხარჯება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად, ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ ბათუმის უკეთესი მომავლის შექმნას“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე.

„ბათუმის ბიუჯეტი 382 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 168 მილიონ 341 ათას 300 ლარი ეკოლოგიური მდგომარეობა და რეკრეაცია - 48 მილიონ 360 ათას 200 ლარი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27 მილიონ 264 ათას 600 ლარი განათლება - 43 მილიონ 495 ათას 600 ლარი კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 25 მილიონ 502 ათას 600 ლარი საკუთარი შემოსავლები - 205 მილიონი ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 177 მილიონი ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში