კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით „პეისერა ბანკი საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 16 დეკემბრიდან 16 მარტის ჩათვლით ჩვენს მომხარებელს ევროპაში ევროს გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შეეძლება , - ამის შესახებ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის „პეისერა ბანკის“ საჩუქარი და მათი მხრიდან გაღებული ხარჯი, რათა წვლილი შეიტანოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ხელი შეუწყოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში მეტ ბიზნეს და საქმიან გარიგებაში შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებთან დაბრკოლებების გარეშე.
„პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ მოვლენასთან მიმართებით, იმისთვის, რომ მეტი ხალხთაშორისი ურთიერთობა ყოფილიყო, მეტი სავაჭრო ბრუნვა ყოფილიყო საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16 დეკემბრიდან 16 მარტის ჩათვლით ყველანაირი საკომისიოს გარეშე მოვმსახურებოდით ჩვენს მომხმარებლებს თუ ისინი გადარიცხავდნენ ევროპაში ევროს. გვინდა, რომ ჩვენი მონდომებით ხელი შევუწყოთ სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გვქონდა ანუ 7 ევრო გვქონდა ფიქსირებული ევროს გადარიცხვაზე, მაშინ, როდესაც ჩვენს სხვა ბანკებში ის მერყეობს 25-დან 45 ევრომდე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი საჩუქარი, ჩვენი წვლილია ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილში. კერძო ინიციატივებს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, ქვეყანა ჯერ არ არის SEPA-ში (ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში) შესული, მაგრამ ჩვენ დღეს ვაძლევთ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს. ეს ყველაფერი მუშაობს რეგულირებად გარემოში. ხუმრობის თემაც არის - ქართველებს აქვთ ძალიან დიდი ეჭვები და როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ საკომისიოს გარეშე იქნება გადარიცხვები, ძალიან ბევრი კომენტარი მივიღეთ, რომ უფასოდ არაფერი ხდება. გვინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით, კორპორაციულ კლიენტს ვუთხრათ, რომ ეს არის ჩვენი გამიზნული საჩუქარი, ჩვენი მხრიდან გაწეული ხარჯი იმისთვის, რომ მეტ კომპანიას, მეტ ინდივიდუალურ მეწარმეს მოუნდეს ევროპასთან ვაჭრობაში შესვლა, საქმიან ურთიერთობაში შესვლა და მათ იცოდნენ, რომ არ არის აქ დაბრკოლება და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ნაწილს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.