რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვარზე ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს”, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვდომის საშუალებას აძლევს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა