ლევან ჟორჟოლიანი - წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ლევან ჟორჟოლიანმა სხდომაზე ოპონენტებს მიმართა და ბრალდებებს, თითქოს, მუნიციპალიტეტი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, აბსურდული უწოდა.

,,ამ ადმინისტრაციაში ისეთი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ საჯარო დაწესებულებების გასაკეთებელი არ არის, მაგალითად, დაუმთავრებელი მშენებლობები. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რაც კარგად ჩანს ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაში”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი