ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთზე - დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს

ჩინეთთან პარტნიორობა და მისგან ინვესტიციების მიღება შეიძლება, მაგრამ რუსეთი განსხვავებული ისტორიაა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს.

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართველ ოფიციალურ პირებთან ჰქონდა საუბარი და მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება.

“ამაზე თბილისში ჩემი ვიზიტების დროს ხშირად გვილაპარაკია. გეოსტრატეგიული შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნათელია. რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შეშფოთებები გვაქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია პარტნიორი იყოს, შეუძლია გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. ნატო ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ის [ჩინეთი] წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ [ჩინურ] ინსევსტიციას შეუძლია.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეგიძლია ან ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეგიძლია. რუსეთი სრულიად განსხვავებული ისტორიაა. ის, როგორც იცით, ჩვენთვის საფრთხეა, დამპყრობელია, და რუსეთზე ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს.

ეს იყო საუბრების ნაწილი, რომლებიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, გვესმის, იმ სექტორებში ინვესტიციების საჭიროება, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებებს არ ქმნიან. ასე რომ, ჯამში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს”, - განაცხადა კოლომინამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე