რატი ბრეგაძე - დღეს პენიტენციურ სისტემაში საქართველოს ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა გვაქვს

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიის მანძილზე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა, რომელიც უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, იზრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის სტანდარტი.

„პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული რეფორმების შესახებ. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2011 წელს და ის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გახლდათ სისტემური პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს არის არა ჩვენი შეფასება, არამედ არაერთი ევროპული სტრუქტურის, და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი. ამის შემდგომ კი, დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც მოქმედებს „ციფრული უნივერსიტეტი“ და რომელშიც სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გავხსენით უკვე იუსტიციის სახლები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, 2011 და 2012 წლების პერსპექტივიდან წარმოუდგენელი იყო და, პირდაპირ გეტყვით, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა, სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად ეს, ერთი მხრივ წარმოუდგენელი შედეგიც, როგორც ხედავთ, გახდა მიღწევადი და მინდა, ასევე, ყველა ჩემს წინამორბედს და, რა თქმა უნდა, სისტემის ყოველ თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო ამ გაწეული შრომისთვის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ახალი პენიტენციური კოდექსის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო პენიტენციური კოდექსი, რომელიც, თავის მხრივ, არის უნიკალური და თანამშრომლობის საკმაოდ კარგი შედეგი. პენიტენციური კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახალხო დამცველის ოფისი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ CPT-ის რეკომენდაციებიც. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კანონმდებლობა დღეს პენიტენციურ სისტემაში ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიის მანძილზე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, იზრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის სტანდარტი და, ასევე, რა თქმა უნდა, უმჯობესდება ჩვენი საამაყო თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები. მაგალითისთვის, რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, ბრალდებულს, ასევე, მიენიჭება ხანგრძლივი პაემანის უფლება, რაც მათ არ ჰქონდათ; თანაბრდება ბრალდებულისა და მსჯავრდებულის პირობები, კერძოდ, ორივესთვის სავალდებულო იქნება, მინიმუმ, 4კვ.მ განსაზღვრა. აქვე უნდა დავაანონსოთ, რომ ხანგრძლივი პაემანები ოჯახის წევრებთან იქნება სრულიად უფასო და სახელმწიფო დაფარავს ამ ხარჯებს, რაც აქამდე იყო ფასიანი; უმაღლესი განათლების უფლება ამიერიდან ექნება ყველა მსჯავრდებულს; გაიზრდება თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები და ისინი უკვე მიიღებენ წელთა ნამსახურების და წოდებრივ დანამატებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი