ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მძიმეა - თუ კომისია გვეუბნება, რომ ხარვეზია, თავიდან უნდა განვიხილოთ, ანტიკორუფციული ბიუროს კანონმდებლობა გადასაწერია

ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნას, სადაც საუბარია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და აცხადებს, რომ კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო იმ შედეგის მომცემი.

„ანტიკორუფციულ ბიუროზე სრულად ვიზიარებ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ძალიან მძიმეა ის დასკვნა, რომელიც დევს. კონკურსი, რომელიც ჩატარდა, არ იყო ბოლომდე, გარანტირებულად იმ შედეგის მომცემი, რაც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნას გულისხმობდა. მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი არის დანიშნული პრემიერ-მინისტრის მიერ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ფაქტობრივად არ არსებობს და კანონმდებლობა ხელახლაა გადასაწერი.

„ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას და აფასებს კანონმდებლობას, რომელიც ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, არჩევნებს და ა.შ., რაც დემოკრატიას უკავშირდება, რამდენად შესაბამისია იგი ევროპულ დემოკრატიასთან, ევროსაბჭოსთან და ევროკომისიასთან. თუ ჩვენ ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ეს არის ხარვეზით, თავიდან უნდა განვიხილოთ. გადასაწერია ანტიკორუფციული ბიუროს კანონმდებლობა. ფაქტობრივად არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო. ჩემი მოსაზრებით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უნდა იყოს მაღალი კონსენსუსით დანიშნული. როგორც უკრაინაში მოხდა თავის დროზე. კონკურსი უნდა ჩატარდეს და შეთანხმება უნდა მოხდეს საკონკურსო კომისიის წევრებზე და წესებზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში