„თაობები საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში წარმოადგენდა თავის ქებას, დაპირებებს და არასწორ ინფორმაციას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, პრემიერის განცხადებაში არ იყო ნახსენები ინფლაცია, არცერთი პრობლემატური საკითხი და არ იყო გამოხატული სინანული, რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე.

“ტრადიციულად, წლის ბოლოს პრემიერმა წარადგინა ანგარიში. რას ნიშნავს ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის მეთაურის წლიური ანგარიში? - პრემიერი თავის ამომრჩეველს დაწვრილებით მოახსენებს თვეების მიხედვით რა გააკეთა მისმა გუნდმა ხალხის, ქვეყნის სამსახურში. სკურპულიოზურად , ზუსტი ციფრებით მოახსენებს, თუ რას გეგმავს მომავალ წელს. სრულად აცნობიერებს პასუხისმგებლობას პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობის და აგრეთვე სხვა სახელისუფლებო შტოების წინაშე.

რას წარმოადგენდა ღარიბაშვილის გამოსვლა? თავის ქებას, დაპირებებს, არასწორ ინფორმაციას. ერთი წლის ანგარიშში მითვლილი იყო, თითქმის, ყველა მიმართულებაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე არსებული დინამიკა. არ იყო გათვალისწინებული ინფლაცია, არ იყო ნახსენები არცერთი პრობლემატური საკითხი, არ იყო გამოხატული არცერთი სინანული რომელიმე დაშვებულ შეცდომაზე. პრემიერს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, არცერთ მიტინგთან დაკავშირებით, არცერთი სიტყვა იქ შეკრებილი საზოგადოების, ახალგაზრდობის მიმართ მათ რიტორიკაზე, არცერთი სიტყვა თუ როგორ “ითრევდა” ევროკავშირი ომში, როგორი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს, ევროპულ პერსპექტივას! და ახლა რას ვხედავთ? თურმე, ევროკავშირმა ომში კი არა ევროკავშირში „შეათრია“....და ესეც „ოცნების“ დამსახურებად გაიფორმეს.

ისევ იყო მუდმივად დატოლება და დაძრახვა იმ ხელისუფლების რომელიც 11 წლის წინ ჩაანაცვლეს!!! ისევ წარსულის ხსენება, ისევ სხვისი ლანძღვა და ისევ მოსახლეობით მანიპულირება. ეს არ არის, არც ევროპულობა, არც დემოკრატიულობა და, არც ქვეყნის მომავალი“, - ნათქვამია „თაობები საქართველოსთვის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე