საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება

საფრანგეთი დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნების პროცესს 2024 წლის დასაწყისში შეუერთდება, - უკრაინული მედიის ინფორრმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

უწყების განმარტებით, საუბარია საწყის მომზადებაზე, რომელსაც შემდეგ ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ. „პირველი მფრინავები 2024 წლის დასაწყისში ჩამოვლენ. საფრანგეთში საწყისი მომზადების შემდეგ ისინი გააგრძელებენ მოიერიშე თვითმფრინავებზე მომზადებას ჩვენი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ კურსებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინული მედია წერს, რომ ფრანგული მხარე არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე წვრთნების გავლაზე, რომელსაც ევროპაში ორგანიზებას უწევს კოალიცია დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით. შეგახსენებთ, უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ზე წვრთნები უკვე დაიწყეს შეერთებულ შტატებსა და დანიაში. რუმინეთში, ნიდერლანდების დახმარებით, გაიხსნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უკრაინელებს მიიღებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა