ლაშა ფარულავა - ბიძინა ივანიშვილი თეატრში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ კულისებში და მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში? - ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს! - სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ სასამართლოში „კლანი“ არსებობს.

„სასამართლო კლანი სანქცირებულია აშშ-ის მიერ, რუსეთის ჯაშუშად არის გამოცხადებული ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც პროკურორობის პერიოდში მოამზადა ეს ყალბი საბრალდებო საქმე. მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი პოლიტპატიმარი, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. სწორედ მიხეილ სააკაშვილია „ვარდების რევოლუციის“ მთავარი გმირი, რომელმაც რეფორმების გზით ქვეყანას გზა ევროკავშირისკენ გაუკვალა და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ", - განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აბსურდულია.

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. ქვეყანაში არსებობს სასამართლოს „კლანი“, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს ექვემდებარება. ბიძინა ივანიშვილი თეატრში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ კულისებში და მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში? ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს და “ნაციონალური მოძრაობა” ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება", - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. პარალელურად, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად დაესწრება პატიმარი სააკაშვილი.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს