მიხეილ სააკაშვილი - ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას - გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 4 წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

მათი [„ქართული ოცნების“] განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას - ახლა მათი მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება! – „ვაი მე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ და ესენი თუ არ იქნებიან, რაღაც საშინელება დაიწყება“, საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი არჩევნები ისტორიული მნიშვნელობის იქნება.

„ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის - მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად - ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ის საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია ძალიან ფართო კოალიციით გაიმარჯვებს.

„ხვალ ჩემი დაბადების დღეცაა და ამიტომ საზეიმოდ გამოვეწყე, მაგრამ ძირითადად, საზეიმოდ გამოვეწყე იმის გამო, რომ ევროკავშირის სტატუსი მივიღეთ; იმის გამო, რომ საქართველოში ხალხმა ამჯერადაც გაიმარჯვა და ხალხმა შემდგომი გამარჯვება უნდა მოიპოვეს. თავიდანვე, როდესაც ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დაგვცინოდა, მერე ვამბობდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას. მე ვთქვი, რომ იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და ზუსტად, ხელი მოეწერა ჩემი პრეზიდენტობის დასრულებიდან 1 თვეში. ვამბობდი, რომ უვიზო მიმოსვლა იქნება და მივიღეთ 2 წელიწადში. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი რომ მოეწერა, მე უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი. მაშინ ევროპარლამენტმა მიმიწვია სესიაზე, უკვე უკანონო სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული ჩემზე - ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე, რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ვამბობ, რომ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, მაგრამ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება, საქართველო უნდა იყოს თქვენი საკუთრება.

ახლა მათი მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება! – „ვაი მე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ და ესენი თუ არ იქნებიან, რაღაც საშინელება დაიწყება“. საშინელება კი არ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არ მისცემს საშუალებას არავის, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა. ჩვენ უბრალოდ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ იმიტომ, რომ ეს არის საცობი ევროკავშირის გზაზე. უნდა გავიდეთ ავტობანზე და ავტობანით შევიდეთ, გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არასდროს, არაფერში მომიტყუებიხართ და იმედი არ გამიცრუებია. მათ შორის სიცოცხლე გავრისკე, უზომოდ მიყვარდა და მიყვარს საქართველო, ჩემი ხალხი და ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად. ამ მოგზაურობის დროს რამდენჯერმე იყო პირდაპირ ფიზიკური მოსპობის საფრთხე, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან ეს იყო ჩემი დაპირება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ და თქვენ გვერდზე ვიქნები. ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ფართო ფრონტით და აუცილებლად, ერთად შევალთ ევროკავშირში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ „წელს საახალწლო სუფრა ყველაზე ძვირი იქნება საქართველოს ისტორიაში“.

„მინდა, მოგილოცოთ, დამდეგი ახალი წელი. ვიცი, რომ ეს იქნება ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა საქართველოს ისტორიაში. ფასები ძალიან იკბინება. ამ მხრივ უახლოეს პერიოდში კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ახლა უნდა თითოეული ადამიანი დავირაზმოთ საქართველოში და უცხოეთში, მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა