ირაკლი ზარქუა - მამუკა ხაზარაძეს უნდა უხაროდეს, „ნაცების“ სიაში ჩაეწერა - ველოდები მათ საერთო სიას

მამუკა ხაზარაძეს უნდა უხაროდეს, „ნაცების“ სიაში ჩაეწერა - ველოდები მათ საერთო სიას, - ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, „ლელო“ და „ნაცები“, ერთი მთლიანი ორგანიზმია და ამ ორ პარტიაში ერთი ღირებულების, ერთი მრწამსის ხალხია.

„პარტიაში რომ სამადაშვილი გეყოლება, რანაირად უნდა იფიქრო, რომ „ნაცებისგან“ განსხვავებულია? ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთი ამხილეს - სამადაშვილი სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბობდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ეს ხელწერა აქვთ „ნაცებსაც“.

ბელადს ჩართვა ჰქონდა და თქვა, რომ თურმე, ემიგრანტებთან სამუშაოდ ხაზარაძე და იქით ვაშაძე გაშვებული ჰყავს. ვაშაძე და ხაზარაძე კარგად მუშაობენო - „ხაბემ“ ენა არ იცის და გაუჭირდება ცოტა... ჩემი „ხაბე“ ადგილობრივ პუბლიკასთან მუშაობს. მათი ლუსტრაცია ხდება. ესენი არიან ერთი გუნდი, ერთი ხელწერით და „ლუზერების“ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ - გიჟი „ჯაფარა“, „ლელო“, „ნაცები“ და „რესპები“. ესენი არიან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ავტორები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო