მარიამ ქვრივიშვილი - 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტუქტურის განვითარებაში 800 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

დღეს გუდაურისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში, რაც განპირობებულია იმ წარმატებული ტურისტული სეზონით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ტურიზმის სექტორის გაძლიერების თანმიმდევრული პოლიტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სამთო კურორტების სათხილამურო და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ 800 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტუქტურის განვითარებაში.

„ჩვენ გაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი და 40 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა, რაც დამატებით სტიმულს აძლევს კურორტების განვითარებას. ჩვენ, ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კვალდაკვალ, სამთო - სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის, გუდაურშიც, მზარდია ინვესტიციები ბიზნესის მხრიდან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, გუდაურში იხსნება ახალი განთავსების ობიექტები, რაც მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას ჩვენს სამთო - სათხილამურო კურორტებზე. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ ძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, იზრდება დასაქმების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შეგვაქვს კიდევ უფრო მეტი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზების მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელთაც ქვეყანა წარმატებით მართავს სამიზნე ქვეყნებში.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ზამთრის კურორტების პოპულარიზებას საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროპისა და ყურის რეგიონებში. პარალელურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ პირდაპირი ფრენების სიხშირეები იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა, რათა გაიზარდოს ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა:

„დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს ერთობლივად ვიზეიმებთ იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურისტულ სეზონზე მიაღწევს“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე