თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონა და გადამუშავებულია 4 600  ტონა ციტრუსი

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა დაათვალიერეს.

აჭარის მთავრობის ცნობით, საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 55 000 ტონა ციტრუსს ელოდებიან. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონამდე სტანდარტული, ხოლო მიღებული და გადამუშავებულია 4600 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კილოგრამ მანდარინზე 30 თეთრს შეადგენს.

,,აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი. მოქმედებს მიმღებ- დამხარისხებელი პუნქტები, ასევე, გადამამუშავებელი საწარმო. უკვე ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობა. დაახლოებით, 27 ათასი ტონა და ყველა ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე არცერთი კილოგრამი დაკრეფილი მანდარინი. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო და პრაქტიკულად გავაორმაგეთ სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. შესაბამისად, თითოეულ ფერმერს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ გაზრდილი სუბსიდიის ფარგლებში", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე