ენტონი ბლინკენი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი ნაკლები ინტენსიურობის ფაზაში უნდა გადავიდეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი “ნაკლები ინტენსიურობის ფაზაში” უნდა გადავიდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ნათელია, რომ კონფლიქტი უნდა გადავიდეს - გადავა - ნაკლები ინტენსიურობის ფაზაში. ველით, რომ ვნახავთ და გვინდა ვნახოთ უფრო მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, ძალების ნაკლები რაოდენობით, რომლებიც რეალურად ფოკუსირებული არიან „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან, გვირაბების ქსელთან და რამდენიმე სხვა რამესთან გამკლავებაზე… როგორც კი ეს მოხდება, დაინახავთ, რომ სამოქალაქო პირებისადმი მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად დაიკლებს”, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადმინისტრაციისთვის ისრაელ-„ჰამასის“ ომის “რაც შეიძლება მალე” დასრულება მომავალი წლის ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მანამდე ბლინკენმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მომავალი წლის პრიორიტეტებად რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა, ჩინეთთან გამკლავება და კოალიციის ფორმირება დაასახელა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა “უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, არასდროს განმეორდეს”.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება