ჩინეთი ფილიპინებს აფრთხილებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ

ჩინეთი ფილიპინებს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.

„ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობები გზაჯვარედინზეა. ახლა უმთავრესი პრიორიტეტი არსებული საზღვაო სიტუაციის სწორად მართვა და კონტროლია“, - განაცხადა ვანგ იიმ.

ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, ორივე მხარემ სადავო საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ცნობისთვის, პეკინსა და მანილას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ფილიპინებმა ჩინეთი მის გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა