ცესკო - ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ.

მათივე თქმით, საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, „მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის“.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ. საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის. ამასთან ერთად, ისინი არ საუბრობენ ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრების გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმების საჭიროება, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

სინამდვილეში, ყველა ჩართული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს ყველა პროფესიული წევრი და მათ შორის თავმჯდომარე, უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად ახორციელებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არ შეფერხებულა არც ერთ წუთით და პირიქით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად, ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად. მხოლოდ 2023 წელს მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა ორი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. წარმატებით მიმდინარეობს ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი. ცესკოს ხელმძღვანელობამ გამართა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით. ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და ის აღიარებულია წლის საარჩევნო ადმინისტრაციად. ეს ბოლო პერიოდში განხორციელებული ეფექტიანი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია ელექტრონული არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე, ამ ტიპის განცხადებები კი აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება საერთო ინტერესია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში