რომან გოცირიძე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, „მავნებლურს“ უწოდებს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „მავნებლურს“ უწოდებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

გოცირიძის შეფასებით, ეს არის ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა - „არც "ნაცები", არც „ქოცები".

მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება.

„თუკი ხელისუფლება შეიცვალა, „ნაცმოძრაობას", გახარიას პარტიასა და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან კარგად ჩანს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო