წითელი ჯვარი - ხანდაზმულთა უფლებების შესახებ ცნობიერების დონე ყველა თაობაში დაბალია - საყურადღებოა ფსიქოლოგიური ძალადობისა და ფინანსური ექსპლუატაციის შემთხვევები, რომელსაც ხანდაზმულები საკუთარ სახლებში განიცდიან

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ჩატარდა კვლევა, ძალადობის პრევენცია საქართველოში - კვლევა მიზნად ისახავდა ძალადობის შესახებ ხანდაზმულების, განსაკუთრებით ხანდაზმული ქალების ცნობიერების დონე შეესწავლა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

მათი ცნობით, მიზნების მისაღწევად შემუშავდა შერეული მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა მეორადი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს (სამაგიდო კვლევა) და თვისობრივ კვლევას (დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების შეხვედრები).

„კვლევამ ცხადყო, რომ ცნობიერების დონე ძალადობის ნიშნებისა და ხანდაზმულთა უფლებების შესახებ დაბალია ყველა თაობაში. შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება ძალადობის ნიშნების გამოვლენა, ხანდაზმული პირები ძალადობას შემთხვევებში ხშირად არ მიმართავენ შესაბამის სამსახურებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყურადღების მიღმა რჩება გარკვეული შემთხვევები. განსაკუთრებით საყურადღებოა ფსიქოლოგიური ძალადობისა და ფინანსური ექსპლუატაციის შემთხვევები, რომლებიც კვლევის შედეგების მიხედვით ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები განიცდიან საკუთარ სახლებში. საინტერესო მიგნებაა, რომ ხანდაზმულებს აქვთ სტერეოტიპული მოსაზრებები ასაკთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებით, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ასოცირდებოდეს ძალადობის მომატებულ რისკთან.

შინ მოვლის პროექტის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწარმოებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანია ხანდაზმულ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა