ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი - 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„ჩვენ ჩვენი მეზობლის, მეგობრისა და მომავალი წევრის მხარეს ვდგავართ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

მთლიანობაში, 2023 წლისთვის, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური მხარდაჭერის 18 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი გამოუყო. დღევანდელ ტრანშთან ერთად ეს თანხები კიევში სრულად გადაირიცხა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო