მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში „ავსტრიის ავიახაზების“ ფრენების დაწყება, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2024 წლის მაისიდან საქართველოში „ავსტრიის ავიახაზების“ ფრენების დაწყება, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, მეტი პირდაპირი ფრენები ევროპის ქალაქებთან ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში. 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „ავსტრიის ავიახაზები“. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა - თბილისი - ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა