აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, კანონმდებლებმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცეს, აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

„ეს პირველი სხდომაა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებიდან. ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორ ორგანიზაციას“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დაწყებისას.

მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარადგინა.

კანონმდებლებმა, გამარტივებული წესით, განიხილეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, ღია კენჭისყრით აირჩევს სხვა თანამდებობის პირებს. რეგლამენტის პროექტი 13, უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი კი 14 ხმით მიიღეს.

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ (I მოსმენა) კანონსა და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს მოიცავს - საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის პარლამენტში წარდგენის შესახებ.

სხდომის დასასრულს, დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში