უკვე მესამედ, „თიბისი ლიზინგი“ BARTA 2023-ის გამარჯვებულია

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები ცნობილია. უკვე მესამედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) „თიბისი ლიზინგს“ გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს.

„BARTA-ს კონკურსი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან გამჭვირვალე ანგარიშგება მომხმარებელთა თუ ინვესტორთა ნდობის მოპოვებისა და გამყარებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე ეგნატაშვილი.

შეგახსენებთ, რომ BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია