გერმანიის იუსტიციის მინისტრი - უკრაინელებს სამხედრო სამსახურის გავლას არ ვაიძულებთ

გერმანია ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს არ აიძულებს, სამხედრო სამსახური გაიარონ, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.

„სამხედრო სამსახურში ადამიანების იძულებით გაწვევა, ან მათი ნების საწინააღმდეგოდ სამხედრო სამსახურის გავლა - ჩვენს შემთხვევაში არ ხდება“, - განაცხადა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, თუ უკრაინის ხელისუფლებას სურს ქვეყნიდან წასული კაცების ჯარში გაწვევა, ამას გერმანიაში მცხოვრებ უკრაინელებზე პრაქტიკული შედეგები არ ექნება.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაიძულოთ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები იარაღით ხელში იმსახურონ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, გერმანიის მოქალაქეები არ არიან ვალდებულნი ეს გააკეთონ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს უკრაინელ ლტოლვილებს შეუქმნას პირობები, რათა რაც შეიძლება მეტმა მათგანმა შეძლოს სწრაფად დასაქმება და არ იცხოვროს სოციალური შეღავათებით.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს, საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები მომავალ წელს სამხედრო სამსახურში გამოიძახოს.

მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემუქრება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა