ლევან ხაბეიშვილი - ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს, კეთილდღეობა ყველას ჰქონდეს და არა ერთეულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ლიდერებთან ერთად გეგმავენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ემზადებიან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

„ვხვდებით ქობულეთში ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, მადლობას ვუხდით სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ ქვეყნისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს ამ წლების განმავლობაში „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. გამარჯვება, რომელიც მოპოვებული გვაქვს და „რუსულ ოცნებას“ ქართველი ხალხი უგებს 1:0-ს, მივიყვანოთ ბოლომდე”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო