„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს ყრილობას გამართავს - პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა პარტიის ის წევრები, რომელთაც პოლიტსაბჭოს წევრებად 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე აირჩევენ.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკური საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა - ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ “,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, დარჩებიან თუ არა კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში, პოლიტიკური საბჭოს დატოვების მიუხედავად, კობახიძე პასუხობს: „დიახ“.

„პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უცვლელი სახით დამტკიცდება, ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართულები პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი. ისინი აღარ არიან წარმოდგენილები პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით დამტკიცდა, ახლა ვამცირებთ. 15+1 იქნება შემადგენლობა“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყრილობას. მისი თქმით, „პოლიტსაბჭოზე ეს თემა განხილვის საგანი არ ყოფილა“.

„მისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკიდან გასვლას, თუ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და გუნდი მიესალმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე