მიხეილ დაუშვილი სააკაშვილზე - ჩვენ „ოცნებასთან“ გვაქვს პრეტენზია, რომ თუ ეს კაცი ცუდადაა, დროზე უმკურნალეთ, თუ კვდება, პოლიტიკურ პროცესებში რანაირად არის ჩართული? - თუ პრივილეგირებულია, გვითხარით

დღეს {მიხეილ სააკაშვილმა} განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? - სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხებოდა.

„დღეს „ოცნების“ მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ რეალურად ერთი მხრივ აქვთ ბიზნესპარტნიორობა, მეორე მხრივ კი პოლიტიკური პარტნიორობა, რაც არაერთ საკითხში გამოჩნდა. „ოცნებას“ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება სჭირდება იმისთვის, რომ მოქალაქეები 2024 წლის არჩევნებზე შეაშინოს, რომ თუ მე არ მომცემთ ხმას, ეს მოვა ძალაუფლებაში და ომი გექნებათ. ამისთვის ყველაზე ეფექტურად იყენებენ სააკაშვილს. ჩვენი კანონმდებლობით, არის თუ არა აკრძალული უცხო ქვეყნის მოქალაქე ასეთი ფორმით იყოს ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში? - აკრძალულია. საპროცესო კანონმდებლობით აკრძალულია თუ არა, პროცესის განმავლობაში, თან პირდაპირ ეთერში ბრალდებული/მსჯავრდებული საუბრობდეს პოლიტიკურ თემებზე, პარტიის მენეჯმენტს ალაგებდეს, გეგმას, თუ როგორ გაერთიანდეს პარტია. რატომ აძლევს „ოცნება“ ამის უფლებას? პრივილეგიას რატომ აძლევს, როდესაც კანონით აკრძალულია. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვუსურვებთ. თუ ეს ადამიანი ცუდად არის, გვიმტკიცებდნენ თვეების განმავლობაში, რომ ათობით დაავადება სჭირს, რაც ლეტალურ შედეგად იწვევს, თუ ცუდად არის იმკურნალოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ კი არ მკურნალობს, თავიდან ფეხებამდე ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. კითხვა დავსვით, თუ კარგად არის, აქ რატომ არის ? სხვა პატიმრებმა რა დააშავეს ? თუ „ოცნებისგან“ პრივილეგირებულია გვითხრან ეს. შეუთავსებელია, ვერ გავიგეთ, როგორ შეიძლება მიმტკიცებდე, რომ ისეთი დაავადებები მჭირს, რამაც შესაძლოა ლეტალობა გამოიწვიოს და თან თავიდან ფეხებამდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და პარტიას ალაგებდე. ჩვენ „ოცნებასთან“ გვაქვს პრეტენზია, კერძოდ, თუ ეს კაცი ცუდად არის დროზე უმკურნალეთ! კაცი თუ კვდება პოლიტიკურ პროცესებში რანაირად არის ჩართული? თუ პრივილეგირებულია, გვითხარით.

დღეს განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. კარგით, რა...ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? უნდა ავდგე და გავიხსენო ის, რაც ჩემზე უკეთ გახსოვთ და ბევრი საკუთარ თავზე გამოგიცდიათ. სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე“,-აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას გამოეხმაურა და გიორგი გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს „ადამიანურობისგან დაცლილი“ უწოდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი სიმპტომების „80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი