გიგა ბოკერია - მორიგი რაღაც დააბრეხვა ციხეში მყოფმა პოლიტპატიმარმა სააკაშვილმა და სერიოზულად უნდა ვარჩიოთ? - სრული სისულელეა, ტერმინ „სუპერ პაკით“ დაწყებული, დამთავრებული იმით, რა განმარტებებიც კეთდება

მორიგი რაღაც დააბრეხვა ციხეში მყოფმა პოლიტპატიმარმა სააკაშვილმა და სერიოზულად უნდა ვარჩიოთ ეს? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360“ გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება „სუპერ პაკის“ შექმნასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემების გადასაფარად გააჟღერა.

„ეს არის სრული სისულელე, ტერმინ „სუპერ პაკით“ დაწყებული, დამთავრებული იმით, რა განმარტებებიც კეთდება. „სუპერ პაკი“ არის ტერმინი, რომელიც აშშ-ში გამოიყენება. ამერიკაში ეს არის გაერთიანება იმ ადამიანების, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, უბრალოდ არ არის შეზღუდული კამპანიის დაფინანსების წესებით და არ უნდა იყოს კოორდინირებაში. უბრალოდ რაღაც ტერმინი დააბრეხვა, როგორც ჩანს შიგნით მათი პრობლემის გადასაფარად. თუ რომელიმე საჯარო ფიგურას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და რომელიმე საკითხზე უნდა აქტიურობა, ამას „სუპერ პაკი“ რატომ უნდა ჭირდებოდეს, ან გამოცხადება და მერე ამაზე სერიოზული კამათი? „ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილსაც აწყობს და ამავე დროს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს სისულელეები ვარჩიოთ იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, როგორ დავუპირისპირდეთ და რა არგუმენტები გვაქვს ივანიშვილის შხამიანი, სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ გადაცემა „360 გრადუსში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ გაძლიერება იქნება ის ფაქტორი ნებისმიერი პროდასავლური კოალიციისთვის, რომელიც ქმედითს გახდის მას.

„არჩევნებამდე რაიმე კოალიცია გამორიცხულია. თუ რამდენიმე პოლიტიკური ძალა ვერ ლახავს ბარიერს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას ჯამში იმხელა მხარდაჭერა არ აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალები არიან „ევროპულ საქართველოსთან“ ახლოს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ასეთი ძალები არ არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო